ჩვენ ვართ „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობის სერვისების მართვა;
- საცხოვრებელი კომპლექსის მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- კონტრაქტორი კომპანიების მიერ მომსახურების პირობების შესრულების მართვა;
- მაცხოვრებლებთან როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური შეხვედრების დაგეგმვა;
- მაცხოვრებელთა შესახებ ინფორმაციის განახლება და ცვლილებების ასახვა პროგრამაში;
- მაცხოვრებლების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა და დროული რეაგირება;
- მაცხოვრებლებისგან უკუკავშირის მიღება საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით და საცხოვრებელი პირობების გაუმჯებესების შესახებ ახალი იდეების შემუშავება;
- მაცხოვრებლების წინასწარ ინფორმირება დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ;
- მოვლა-პატრონობის სერვისის გადახდების მონიტორინგი;
- მაცხოვრებლებისთვის სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და მართვა;
- სამეზობლოს ელექტრონული გვერდის მართვა;
- პორტფლეში არსებულ ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ღონისძიების ორგანიზების უნარ-ჩვევები.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.