საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 20 ნოე - 10 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ადმინისტრაციული თანაშემწე
ჩვენ ვართ „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 

არქი“-ში ვეძებთ საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობის სერვისების მართვა;
  • საცხოვრებელი კომპლექსის მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • კონტრაქტორი კომპანიების მიერ მომსახურების პირობების შესრულების მართვა;
  • მაცხოვრებლებთან როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური შეხვედრების დაგეგმვა;
  • მაცხოვრებელთა შესახებ ინფორმაციის განახლება და ცვლილებების ასახვა პროგრამაში;
  • მაცხოვრებლების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა და დროული რეაგირება;
  • მაცხოვრებლებისგან უკუკავშირის მიღება საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით და საცხოვრებელი პირობების გაუმჯებესების შესახებ ახალი იდეების შემუშავება;
  • მაცხოვრებლების წინასწარ ინფორმირება დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ;
  • მოვლა-პატრონობის სერვისის გადახდების მონიტორინგი; 
  • მაცხოვრებლებისთვის სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და მართვა;
  • სამეზობლოს ელექტრონული გვერდის მართვა;
  • პორტფლეში არსებულ ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება; 
  • აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ღონისძიების ორგანიზების უნარ-ჩვევები.

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 10 დეკემბრის  ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.