მოლარე-კონსულტანტი

ბათუმი სრული განაკვეთი ჯსთ მარკეტი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
შპს „ჯსთ მარკეტი“ აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ავტოგასამართ სადგურთან არსებული მარკეტის (მარკეტების ქსელში) მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი, ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩის კვეთა 
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 სთ
ანაზღაურება: ცვლაში 100 ლარი
დაზღვევა საჩუქრად / საპენსიოს სრულად ფარავს კომპანია

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა.პროდუქციის რეალიზაცია
  • სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
  • მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება
  • მაღაზიის სალარო ოპერაციების შესრულება
  • პროდუქციის დახლებზე გადანაწილება და მოწესრიგება
  • ცვლის მანძილზე სრულყოფილი სამუშაო პროცესის მართვა/დახურვა
  • ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია რუსულის ან ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელური
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, პუნქტუალური
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი

დაინეტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზვანოთ შემდეგ მისამართზე: vacancyhr@gct.com.ge გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. 

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს “ჯსთ რითეილის” მიერ (ს/კ:405635629), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr@gct.com.ge

თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან მიმართებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr@gct.com.ge სახელწოდებით “რეზერვი”. მიღებული ინფორმაცია აისახება შპს “ჯსთ რითეილის” აპლიკანტების რეესტრში/რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ბაზაში/რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 1 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, კი რეზიუმე წაიშლება/განადგურდება.

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.