IT მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი აი სი არ თრეიდი
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი

კომპანია აი სი არ თრეიდის ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში გვაქვს IT მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანსია, თუ გსურთ რომ კარიერა განავითაროთ ამ სფეროში და აკმაყოფილებ ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვ გამოგვეხმაურო.


სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 125

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით; 


მოვალეობები:

  • Windows ოპერაციული სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ქსელში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა;
  • კომპიუტერული ტექნიკის დაზიანების იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეაგირება;
  • ორგანიზაციის შიდა IP ტელეფონების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • CCTV სისტემების საფუძვლიანი ცოდნა.


განათლება: სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით


სამუშაო გამოცდილება:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • მაღაზიებში მოპარვის საწინააღმდეგო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება პლუსად);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ტექნიკურ დონეზე;
  • მნიშვნელოვანია საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ან სკუტერის ქონა, შესაბამისი მართვის მოწმობით.

 

სასურველი ცოდნა/უნარები:

  • კომუნიკაბელური;
  • მიზანდასახული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • ენერგიული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ 28 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@icr.ge. ელექტრონული წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება- “IT მხარდაჭერის სპეციალისტი“

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი

პერსონალური მონაცემები,,აი სი არ“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური

ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით.