შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს სტაჟირებას ქ. ქუთაისში, IT სამსახურში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, მიიღებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
- სასურველია კომპიუტერული ტექნოლოგიების, ქსელების, ოპერაციული სისტემების საფუძვლების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწავლისა და თვითგანვითარების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Vacancy@aversi.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (IT Intern) .
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 13.01.2025
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.