შპს „ჰორეკა“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე
შპს „ჰორეკა“ 2008 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის სფერო არის კორპორატიული ჰიგიენა -პროფესიონალური ჰიგიენური საშუალებებით და სერვისებით უზრუნველყოფა.
შპს „ჰორეკა“ 2008 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის სფერო არის კორპორატიული ჰიგიენა -პროფესიონალური ჰიგიენური საშუალებებით და სერვისებით უზრუნველყოფა.
სამუშაო პირობები:
დასაქმებული და დამსაქმებელი თანხმდებიან, რომ დასაქმებული ვალდებულია მათ შორის:
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული თვისებები:
- სამუშაო საათები და დასვენების დრო: სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 (ხუთი) სამუშაო დღით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, დილის 09:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.
- სამუშაო ადგილი : ქ.თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145; მე-3 სართული მე-2 ოფისი.
- ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად.
დასაქმებული და დამსაქმებელი თანხმდებიან, რომ დასაქმებული ვალდებულია მათ შორის:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება, როგორიცაა: ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ ფაქტურა, ინვოისი, სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერი; სალაროსა და ტერმინალის გადახდის ქვითარი და სხვა საჭირო ოპერაციები;
- სალაროს ოპერაციების (აგენტ + ) მონიტორინგი და ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
- ბანკის ამონაწერის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
- ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებული გატარებების წარმოება;
- დებიტორული დავალიანებების ნაშთების შედარება და კონტროლი;
- შიდა კომპანიის პროტოკოლის მიხედვით, საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების წარმოება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
- სასურველია პროგრამა 1C / Balance -ში ან სხვა ბუღალტრული პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- ოპერატიული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@horeca.ge . სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება
გაცნობებთ რომ შპს“ჰორეკა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.