ბუღალტერ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერ -ოპერატორი  
ადგილმდებარეობა: თბილისი 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება (უნაღდო ანგარიშსწორება); 
  • საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება, კონტროლი და დაარქივება; 
  • ხარჯების გატარება საბუღალტრო პროგრამაში; 
  • კრედიტორული და დებიტორული დავალიანების კონტროლი და შედარებების წარმოება ; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • განათლება: უმაღლესი ფინანსების განხრით; 
  • MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია ALTA-ში მუშაობის გამოცდილება. 
 
სხვა მოთხოვნები: 
  • ანალიზისა და სტატისტიკის წარმოების უნარი; 
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; 
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • სისხარტე მუშაობაში; 
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. 
 
სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00; 
 
უნარ-ჩვევები: 
  • კომუნიკაბელური 
  • ადვილად ათვისების უნარი, 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტო სურათით შემდეგ მისამართზე: hr@central.ge. ელ-ფოსტის სათაურში (გრაფაში "subject") მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც განცხადება შემოგაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება. 
 
განაცხადის მიღების ბოლო თარიღი: 10.01.2025