შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტერი / ოპერატორის პოზიციაზე (არამედიკამენტების დეპარტამენტში):
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- სასურველია რუსული და ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- 1C ERP პროგრამის ფინანსური მოდულების სრულყოფილად ცოდნა
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა; ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა, გაწონასწორებულობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
ძირითადი მოვალეობები:
- ბაზების მოწესრიგება, ნომენკლატურების, მომწოდებლების და კლიენტების სისტემაში რეგისტრაცია, ფასების მინიჭება, ცვლილება, განახლება.
- შესყიდვების აღრიცხვა სისტემაში, ადგილობრივი და იმპორტი მიმართულებით.
- ვადაგასული და მოკლევადიანი პროდუქტების დოკუმენტაციის მართვა. მათ შორის შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა.
- მომწოდებლებთან და კლიენტებთან ბრუნვების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება.
- ნაშთებისა და რეალიზაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მენეჯერებისთვის ყოველდღიურად და მომწოდებლებისთვის ყოველთვიურად.
- საჭირო ინფორმაციის შეგროვება პროგრამიდან და მომწოდებლებისგან შემდგომი ანალიზისთვის.
- დოკუმენტების მართვა, ბუღალტერიასთან შეთანხმებით მომწოდებლებთან და კლიენტებთან შედარების აქტების მომზადება ხელმოწერის დონეზე.
- თანამშრომლების შესრულებების და გამომუშავების კალკულაცია;
- გასააქტიურებელი აქციების და ფასდაკლებების ტესტირება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე
ფოტოსურათი 3X4 1ც.;
დიპლომის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10.01.2025 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.