კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი IBEX Logistics
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Ibex logisticsაცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, 0112

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით / 10:00 - 18:00 (13:00-14:00 შესვენება)

ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი.


ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
  • შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური   საქმიანობით დაგეგმვა და შესრულება.
  • კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Outlook/E-mail);
  • პრიორიტეტად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში.
  • აუცილებელია ინგლისური ან  რუსული ენის ცოდნა (ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალური, კომუნიკაბელური;
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დროის ეფექტური განაწილება,
  • სტრესულ სიტუაციებში მობილიზების უნარი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება,
  • გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ  რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@i-bex.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.