შპს“ ჯსთ რითეილი" (ტოტალ 100-ის ავტოგასამართი სადგურებისა და მასზე არსებული მინი მარკეტების ქსელი) აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის N34
სამუშაო გრაფიკი: სრული
ფუნქცია - მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება;
- კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების ორგანიზება და კომპანიის პროდუქციის შეთავაზება, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;
- გაყიდვების პორტფელის შექმნა, მართვა და შენარჩუნება;
- არსებული კლიენტების შენარჩუნება და მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება;
- გაყიდვების გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა
- გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
- ტენდერებსა და ბაზრის კვლევებში მონაწილეობის მიღება;
- ბაზრის კვლევა და ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნების ადმინისტრირება, მარკეტინგი, გაყიდვები)
- კორპორატიულ გაყიდვებში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- საკუთარი პორთველის ქონა ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
დაინეტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზვანოთ შემდეგ მისამართზე: vacancyhr@gct.com.ge გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
მოგახსენებთ, შრომითი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან თავსებადობის დადგენისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით ორგანიზაცია წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს. კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ორგანიზაცია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით, რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის. მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
შპს „ჯსთ რითეილი“ (ს/კ 405635629 ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტებით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები კომპანიაში ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთან, ინფორმაცია დამუშავდება კანდიდატის შემდგომ ვაკანტურ პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ ფოსტაზე vacancyhr@gct.com.ge