მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აპარატურის იმპორტს. ორგანიზაციის მისია, თანამედროვე სამედიცინო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, სრული და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფაა. კომპანიის პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებით და მისი ძირითადი პრიორიტეტი თანამედროვე და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურის იმპორტია. კომპანია "მედიქალ ვორლდის" ერთ-ერთი მიმართულებაა Medical World Spa&Wellness, რომელიც მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზეა ორიენტირებული.
"მედიქალ ვორლდი" ესთეტიკური დანადგარების ხაზის მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი. ესმა ონიანის ქ.32
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00)
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებული და საბონუსე სისტემა)
სამუშაოს აღწერა:
- პოტენციური მომხმარებლისთვის, კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების აქტიური შეთავაზება;
- კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება;
- არსებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება;
- მომხმარებლის დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა;
- კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ;
- კონკურენტების ფასების და ახალი პროდუქტების მონიტორინგი;
- პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ყოველკვირეული დაგეგმვა და რეპორტის წარმოება;
- ყოველთვიური გეგმით განსაზღვრული შედეგების შესრულება;
- შემოსულ მოთხოვნებზე ხარისხიანი და დროული რეაგირება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- მართვის მოწმობა.
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- ინიციატივის გამოვლენის უნარი;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
- სატელეფონო, სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯების დაფარვით უზრუნველყოფა;
- FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.
ბენეფიტები: 50%-იანი ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე: mworld.ge; mspa.ge.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელფოსტაზე hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!