ადმინისტრაციული მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სალონი ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 3000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული, თურქული
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00
ანაზღაურება: 3,000 ლარი ფიქსირებული, პლიუს ბონუსი (სულ ასაღები 5,000 – 7,000)

კომპანია სალონი ჯორჯია- ძირითადი საქმიანობა: ავეჯის იმპორტი, დიზაინი, სასტუმროების, აპარტამენტების და სხვა კომერციული ობიექტების  მოწყობა ავეჯით და აქსესუარებით. 

ლინკი: https://saloni.furniture/ 

შპს სალონი ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ადმინისტრაციული მენეჯერი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება  შესაბამის სფეროში;
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული (სასურველია თურქულიც)  ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები
  • ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის ადმინისტრირება;  
  • დამკვეთებთან სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება და კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაცნობა. 
  • შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში დეტალების დაზუსტება და საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა;
  • პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა შესაბამის ჯგუფებზე;
  • დამკვეთების პერიოდული ინფორმირება პროექტის მიმდინარეობის შესახებ.
  • პროექტების შესრულების კონტროლი; 
  • ზრუნვა კომპანიის ზრდასა და განვითარებაზე;
  • საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლების მოძიება, შემოთავაზებული პროდუქტების შესწავლა და ანალიზი;

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე Saloni.georgia11@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 577477181 რატი