ოფისის მენეჯერი / ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ბს/2 ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი, ოფისის მენეჯმენტი
,,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ოფისის მენეჯერს / ადმინისტრატორს

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.


სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1სთ. შესვენება)
ლოკაცია: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • ადმინისტრაციული მხარდაჭერა/კალენდრისა და კორესპონდენციის მართვა, შეხვედრების,თათბირების და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა;
  • კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა,გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
  • ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისთვის, ავიაბილეთების დაჯავშნა/შეძენა, სამოგზაურო დაზღვევების, სასტუმროს, ტრანსპორტისა და მოგზაურობის მარშუტის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
  • შეხვედრის შემაჯამებელი პროტოკოლების შედგენა და პრეზენტაციების მომზადება;
  • დაგეგმილი მიმდინარე პროექტების ეტაპების მონიტორინგი და ინფორმირება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • ვადების კონტროლი და ინფორმაციის უკუკავშირის მიღების უზრუნველყოფა;
  • სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
  • დიასახლისის, მებაღის, სამეურნეო სპეციალისტის და უსაფრთოების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და კონტროლი;
  • სხვა დავალეებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
  • ტაქსის აპლიკაციის მართვა;
  • ფოსტასთან კომუნიკაცია.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;
საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს;
Fit pass ბარათს.
სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
ანაზღაურება: 1200 – 1500 ლარი (NET) (კვალიფიკაციის მიხედვით)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ოფისის მენეჯერი / ადმინისტრატორი გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!