სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ელთ ბილდინგი“ და მასში შემავალი მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსი “La Quinta by Wyndham” და “Wyn” რეზიდენსი, 100–ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და 1000 მდე პრემიუმ და პლატინუმ კლასის აპარტამენტით, რომელსაც მართავს საერთაშორისო გუნდი ,,River Rock Hotels and Resorts’’ აცხადებს ვაკანსიას აპარტამენტების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 40 სთ
ანაზღაურება: 900 ლარი+კვების საფასური
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების სტანდარტების შესაბამისად მიღება-განთავსება და გაცილება;
- ოთახების სტატუსისა და მდგომარეობის კონტროლი;
- გადახდები და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი;
- ჯავშნების მიღება;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა;
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცონდა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკურად შრომის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა ;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- უფასო ტრანსპორტირებას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!