მიმღები

თბილისი სრული განაკვეთი Mcdonalds Georgia
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი
მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას Hostess პოზიციაზე თბილისის რესტორნებში

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: საათობრივი, ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია თვის განმავლობაში თანამშრომლის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობაზე. შიდა პოლიტიკის მიხედვით პირველი ტარიფის ზრდა ხდება მუშაობის დაწყებიდან 1 თვეში. ხოლო შემდგომი ზრდა სამუშაო შედეგების გათვალისწინებით შიდა პროცედურით გაწერილი წესების მიხედვით;
  • სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე. კვირის ჭრილში სამუშაო დღეები, საათები და დასვენების დღეები წინასწარ თანხმდება თანამშრომელთან;
  • სამუშაო საათები: ერთ სამუშაო დღეში მინიმუმ 4 სთ და მაქსიმუმ 8 სთ ცვლა (10:00-დან 22:30-მდე შუალედში). თანამშრომელთათვის სამუშაო დღის განმავლობაში განკუთვნილია 1 საათიანი შესვენება 4 სთ მუშაობის შემდგომ;
  • ბონუსები: შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
  • კვება: 70% კვების შეღავათი მაკდონალდსის რესტორნებში სამუშაო დროის პერიოდში;
  • დამტკიცებული სამოტივაციო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები;
  • თანამშრომელთა განვითარების გეგმით განსაზღვრული შიდა ტრენინგები.  Hostess - პოზიციის ძირითადი ვალდებულებები:
  • რესტორნის მთავარი დიასახლისის მიერ მიწოდებული რესტორნის ღონისძიებების ჩატარება;
  • სტუმრებისთვის დაბადების დღის დაჯავშნა და დაჯავშნასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის სწორად შესრულება;
  • დაჯავშნილი დაბადების დღის ჩატარება დაკვირვების საკონტროლო ბარათის ყველა პუნქტის შესრულებით;
  • დაბადების დღის დარბაზის ინვენტარის აღწერა;
  • ფლეილენდის სისუფთავის კონტროლი;
  • მაკდონალდსის რესტორნებში და მაკდონალდსის რესტორნებს გარეთ თემატური ღონისძიებების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სურვილი;
  • დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულებისთვის საჭირო ტრენინგებს უზრუნველყოფს კომპანია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ მისამართზე https://careers.mcdonalds.ge/vacancies/modules

 

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე