შპს „ელიტ მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას საგარანტიო მომსახურების ინჟინერის პოზიციაზე მაღალი ანაზღაურებით
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ენერგეტიკის ფაკულტეტი);
- უპირატესია ცოდნა მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის სფეროში;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროში;
- ტექნიკური ნახაზების კითხვა/გარჩევა;
- კლიენტებთან შედეგობრივი ურთიერთობის წარმართვა;
- მართვის მოწმობის (B კატეგორიის) ფლობა;ქართული, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის სწორად მართვის უნარი;
- ენერგიულობა და აქტიურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კლიენტებთან ურთიერთობაზე ორიენტირებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
- საგარანტიო პირობების გაუმჯობესების მიზნით პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან მუდმივად მოლაპარაკების წარმოება;
ხელფასი შეთანხმდება გამოცდილებისა და ცოდნის მიხედვით ინდივიდუალურად, რომელიც კომპანიის მიერ განისაზღვრება საკმაოდ მაღალი ოდენობით.
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 09:00-14:00 (შაბათი)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე: zantelidze@elitemotors.ge . გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!