კომპანია AMTS (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე სამედიცინო სახარჯი მასალების მიმართულებით.
მდებარეობა: თბილისი
მოვალეობები:
- მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება;
- მომხმარებლებისთვის შეთავაზებების გაკეთება და მოლაპარაკებების წარმოება;
- დასახული გაყიდვების გეგმების შესრულება;
- ბაზრის შესწავლა და ინფორმაციის მუდმივი განახლება;
- პროდუქციის შესწავლა და ტრენინგებზე დასწრება;
- საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში პერიოდული ვიზიტების განხორციელება;
- ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია განათლება სამედიცინო სფეროში;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მართვის მოწმობის არსებობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- კარგი მეტყველების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
- შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.