კომპანია ,,ვიდუ’’ დაფუძნდა 2020 წელს და დროის მცირე მონაკვეთში სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ კონკურენტულ ფიგურად იქცა. საკმაოდ დიდი გამოცდილების და სწორი მენეჯმენტის საფუძველზე კომპანიამ ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდარული წილი.
,,ვიდუ’’ მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ მომსახურებას,საფასადე და ინტერიერის საღებავებს,სამშენებლო ლითონკონსტრუქციების გაქირავების სერვისს და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას.
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.we-do.ge
სამუშაო პირობები
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პეკინი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (შაბათ-კვირა დასვენება)
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტის/ების შეთავაზება;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა;
- კლიენტების საჭიროებებზე მორგებული მოთხოვნის ფორმირება;
- კორპორატიული კლიენტებისთვის პროდუქციის მიწოდების დაორგანიზება;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლების ბაზის კონტროლი და მათთან მუდმივი კომუნიკაცია;
- სამშენებლო ბაზრის მოკვლევა და საჭიროებისამებრ, მომხმარებლებთან შეხვედრების დაორგანიზება;
- კონკრეტულ სამშენებლო კომპანიასთან მიმაგრებული კორპორატიული გაყიდვების მენეჯერისთვის დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება;
- გეგმის ფორმირება სამშენებლო ობიექტისთვის რა პერიოდში რა პროდუქციის მიწოდებაა საჭირო;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
- სასურველია სამუშაო გამოცდილება
- საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა
- უცხო ენების ცოდნა (რუსული ან/და ინგლისური ენების კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორაგანიზებული;
- ოპერატიული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://hel-ai.com/apply/EGhsSdYb