ელეი ინვესთმენთს აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 1200 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
დასვენება: 1 დღე კვირაში;
აუცილებელი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- MS Word/MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- 1C პროგრამის ცოდნა.
მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
- დარბაზში პროდუქციის განლაგებისა და ვადების კონტროლი;
- ფასების ცვლილებების შემთხვევაში ახალი ფასმაჩვენებლების დაბეჭდვა და განთავსება;
- პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან, მითვლა;
- პროდუქციის აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა;
- ინკასაციის ჩატარება და სეიფში არსებული ხურდა ფულის კონტროლი;
- წესრიგისა და სისუფთავის დაცვის კონტროლი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@fco.ge, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!