ბუღალტერ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი Swiss Capital
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ- ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მთავარი ბუღალტრის მითითებით ბუღალტრული ოპერაციების წარმოება; 
  • პროგრამული გატარებების წარმოება;
  • პირველადი საბუთების დამუშავება;
  • სხვა დაკავშირებული საქმიანობის და დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი  ტექნიკური ან ფინანსების განხრით;
  • MS Excel ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:
  • ანალიზისა და სტატისტიკის წარმოების უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;  საჭიროების შემთხვევაში ანაზღაურებადი მორიგეობა შაბათს - კვირას და სამუშაო დღეეებში;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge    წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „ბუღალტერ-ოპერატორი".