ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ნიუუნი აცხადებს კონკურსს ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
კონკურსი ცხადდება ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე, შემდეგი აკადემიური თანამდებობებისა და რაოდენობების შესაბამისად:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა:
- პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
- ასოცირებული პროფესორი - 5 საშტატო ერთეული;
- ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
ტურზმის საბაკალავრო პროგრამა:
- პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
- ასოცირებული-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა:
- პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
- ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული;
- ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
პროფესორის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით;
ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაცია დასტურდება შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხით, პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.
კონკურსის ვადები:
- საკონკურსო საბუთების მიღება: 25.11.2024 – 29.11.2024;
- კონკურსის I ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 02.12.2024 – 04.12.2024;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება/კონკურსანტებისათვის გაცნობა: 06.12.2024;
- კონკურსის II ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა (აუცილებლობის შემთხვევაში): 09.12.2024 - 10.12.2024;
- კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძა¬ნების გამო¬ცემა: 11.12.2024;
- კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება: არაუგვიანეს 14.12.2024;
- კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 3 კვირის ვადაში.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
- გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში (უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს);
- ავტობიოგრაფია CV;
- 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
- შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ი;
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ნიუუნისთან გააფორმებს აფილირების ხელშეკრულებას;
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი: თბილისი, ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@newuni.edu.ge;
კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე www.newuni.edu.ge
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასწავლებლის შიდა რეგულაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და სწავლის სფეროს სახელწოდება.
ნიუუნი გისურვებთ წარმატებებს!
ტელ: +995 599 05 71 66; +995 32 269 00 70