კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თარიღები: 31 ოქტ - 26 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მეცნიერება/განათლება:  უმაღლესი განათლება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@newuni.edu.ge
ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ნიუუნი აცხადებს კონკურსს  ბიზნესის, სამართლისა და  სოციალური მეცნიერებების  ფაკულტეტზე  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
კონკურსი ცხადდება ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე, შემდეგი აკადემიური თანამდებობებისა და რაოდენობების შესაბამისად: 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა:
  • პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი - 5 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

ტურზმის საბაკალავრო პროგრამა:
  • პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა:
  • პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

პროფესორის თანამდებობაზე  5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით;


ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაცია დასტურდება შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხით, პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.

კონკურსის ვადები:
  • საკონკურსო საბუთების მიღება: 25.11.2024 – 29.11.2024;
  • კონკურსის I ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 02.12.2024 – 04.12.2024;
  • კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება/კონკურსანტებისათვის გაცნობა: 06.12.2024;
  • კონკურსის II ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა (აუცილებლობის შემთხვევაში): 09.12.2024 - 10.12.2024; 
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძა¬ნების გამო¬ცემა: 11.12.2024; 
  • კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება: არაუგვიანეს 14.12.2024;
  • კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 3 კვირის ვადაში.

კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
  • უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
  • გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში (უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს);
  • ავტობიოგრაფია CV;
  • 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ი;
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ. 

უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ნიუუნისთან გააფორმებს აფილირების ხელშეკრულებას;

საკონკურსო დოკუმენტების მიღება  იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი:  თბილისი,   ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@newuni.edu.ge;
კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე www.newuni.edu.ge
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასწავლებლის შიდა რეგულაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და სწავლის სფეროს სახელწოდება.

ნიუუნი გისურვებთ წარმატებებს!
ტელ: +995 599 05 71 66; +995 32 269 00 70