კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია უნისონი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი. 
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, 
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან.
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე ბათუმში

რას გააკეთებ:
  • მოიძიებ მომხმარებლებს
  • შეისწავლი მომხმარებლების მოთხოვნებს და შეთავაზებ შესაბამისი პროდუქტს
  • მოამზადებ პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზებას და დაგეგმავ შეხვედრებს 
  • განახორციელებ არსებულ მომხმარებლებთან სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვას 
  • მართავ და აკონტროლებ მომხმარებლების სადაზღვევო ანგარიშებს 

მნიშვნელოვანია გქონდეს:
  • იყო სტუდენტი ან გქონდეს უმაღლესი განათლება.
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მზარდი-ფიქსირებული ხელფასი + საკომისიო
  • კვარტალური ბონუსი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • განვითარების შესაძლებლობა

შერჩევის ეტაპები :
  • სატელეფონო გასაუბრება
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან  

თუ დაგაინტერესა ამ პოზიციამ და თვლი რომ მზად ხარ საინტერესო გამოწვევებისთვის გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@unison.ge  და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ!
სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი  ცვლილება ან წაშლა.