ადმინისტრაციული ასისტენტი

ზუგდიდი, ანაკლია სრული განაკვეთი პრაიმ ბეტონი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე 
“პრაიმ ბეტონი“ არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებებათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი,  რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას. 
კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge 
შერჩეულ კანდიდატს შესაძლებელობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების  გამოცდილება. 
 
ჩვენ გთავაზოვბთ: 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 
  • პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას  
  • კონკურენტულ სამუშაო პირობებს 
 
სამუშაო პირობები 
  • პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი 
  • სამუშაო განაკვეთი: სრული 
  • სამუშაო ადგილი : ანაკლია 
 
სამუშაო აღწერილობა: 
  • დოკუმენტაციის მართვის, მათი კლასიფიკაციის მექანიზმის შემუშავება 
  • პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, დამუშავება და შესაბამისი რეპორტების წარმოება 
  • საჭირო დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა/მონიტორინგი 
  • თანამშრომელთათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება  
  • ტელეფონის ზარებზე და შემოსულ მეილებზე პასუხი, დაინტერესებული მხარეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება 
  • მივლინებებისთვის საჭირო ტრანსპორტის, დაჯავშნების უზრუნველყოფა 
  • საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების ადრესატამდე მიცილება 
  • ყოველდღიური სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება 
  • სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლების კოორდინაცია, მათგან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა 
  • ოფისის საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა 
  • ოფისის მომმარაგებლების, მომსახურების გამწევი კომპანიების/პირების ბაზის წარმოება, პერიოდული განახლება 
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა კერძო კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა 
  • კომპანიის თანამშრომლების სხვა დავალებების შესრულება 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ოფისში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება 
  • უმაღლესი განათლება 
  • საოფისე პროგრამებიში მუშაობის გამოცდილება 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა 
 
 
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე  2024 წლის 28 ნოემბრის  ჩათვლით ელ. მისამართზე:  vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.