უმცროსი იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული: იურისტი
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის თანამდებობაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 საათამდე
სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული

პასუხისმგებლობები:
  • შიდა ორგანიზაციული აქტების, ბრძანებების, დებულებების და სხვათა ნიმუშების შაბლონების შემუშავება;
  • სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
  • კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, კორესპონდენციის, შიდა აქტების, ბრძანებების მომზადება, აღრიცხვა და სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და ცვლილებების შესახებ ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • სამსახურებრივ ელ.ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციების განხილვა და ელ. ფოსტის ან/და შიდა მატერიალური სახით წერილების მომზადება;
  • კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ნოტარიუსთან და სხვა;
  • საქმის დამოუკიდებლად ორგანიზება და შესაბამისი ანგარიშვალდებულება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები: 
  • სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი;
  • იურისტად მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა  (მინიმუმ B2 დონეზე);  
  • სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • სამართლებრივი წერის კულტურა.
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (უმცროსი იურისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 ნოემბერი.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/