იურისტი

ბათუმი სრული განაკვეთი ამბასადორი ბათუმი აილენდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
იურიდიული: იურისტი
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

მდებარეობა : ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი 
სამუშაო დრო: 5/2

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და  საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • კომპანიაში არსებული პროცესების შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავება და შემდგომში მონიტორინგი. სამართლებრივი დოკუმენტაციის აღრიცხვა,
  • სისტემატიზაცია და   არქივის შექმნა;
  • კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი და კომპანიის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სამართლებრივი კვლევა და ანალიზი;
  • სამართლებრივი პროცესების ოპტიმიზაცია და სტანდარტების დანერგვა;
  • სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ხელმძღვანელის მოთხოვნების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • საქართველოს სამოქალაქო/ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word,).

დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:hr@eve-capital.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eve-capital.com  

გისურვებთ წარმატებას!
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა