იურისტ-ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ბაზისბანკი
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული: იურისტი
ს.ს “ბაზისბანკი“  აცხადებს ვაკანსიას იურისტ-ადმინისტრატორის  პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
 
მოვალეობები:
  • ვალდებულებათა უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და რეგისტრაცია;
  • ვალდებულებათა უზრუნველყოფის ხელშეკრულებების გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტების (კრების ოქმი, პარტნიორის გადაწყვეტილება, მინდობილობა და ა.შ.)  მომზადება;
  • დადგენილი წესით ქონებაზე სამართლებრივი დატვირთვის გაუქმებისათვის საჭირო წერილების, მომზადება;
  • ვალდებულებათა უზრუნველყოფის ხელშეკრულებთან დაკავშირებით ურთიერთობა სანოტარო ბიურობეთან, მარეგისტრირებელ ორგანოებთან (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,  სსიპ შსს მომსახურების სააგენტო, აქციათა დამოუკიდებელი რეგისტრატორი და ა.შ.);
  • ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, სამართლებრივი უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის რეგისტრაციასთან დაკავშრებული დოკუმენტაციის სარეგისტრაციოდ წარდგენა, ასევე აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება და პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • ხელშეკრულების გასაფორმებლად წარდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობასთან და ბანკის შიდა ინსტრუქციებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • კომპეტენციის ფარგლებში  ბანკის თანამშრომლების კონსულტირება იპოთეკასა და გირავნობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
 
მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცილდება;
  • აუცილებელია იპოთეკა-გირავნობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის ცოდნა;
  • სასურველია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პროგრამებში მუშაობისათვის აუცილებელი სასერთიფიკატო გამოცდის სერთიფიკატი;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.

უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!