ლიდი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი მედიკ
მივლინება: არა ხელფასი: 3000 - 4000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი) სამედიცინო: სამედიცინო წარმომადგენელი

თბილისი მედიკი მე_14 წელია, ზრუნავს სამედიცინო სფეროს განვითარებაზე და მას სამედიცინო პროდუქტის სრულ სპექტრს სთავაზობს.
თბილისი მედიკი აერთიანებს ყველა აუცილებელ სამედიცინო ინვენტარს ერთ სივრცეში. ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა

ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.

გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლობისა, თბილისი მედიკი ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 3 მაღაზიით (1 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი). 

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თბილისი მედიკში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთგანვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

 

ამჯერად, კომპანია "თბილისი მედიკაცხადებს ვაკანსიას ლიდი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის გაყიდვების სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება;  
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა და ქოუჩინგი;
  • გაყიდვების ფაქტობრივი შედეგების მიზნებთან შესაბამისობის შედარება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გაყიდვების სტიმულირების აქტივობების დაგეგმვა
  • მომხმარებლებთან შეთავაზებებისა და მოლაპარაკებების მიდგომების/ მეთოდოლოგიების განვითარება გაყიდვების გუნდში;


თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

  • კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება 
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
  •  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

 

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • მენეჯერული უნარები;

 

მაშინ, ჩვენ გეძებთ შენ.



თბილისი მედიკში დაგხვდება:         

  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება;


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:00 სთ
  • შრომითი ანაზღაურება : ფიქსირებული (საშუალო ანაზღაურება 3000 - 4000 ლარი)
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, . ლუბლიანას 28


დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზეHR@tbilisimedic.ge.