საცალო მიმართულების კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი აკვალაინი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
კომპანია “აკვალაინი” 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. პროფესიონალი თანამშრომლებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებით, კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საცურაო აუზების, SPA ზონების პროექტირება/მოწყობას; დანადგარების, აქსესუარების, მოსაპირკეთებელი მასალების, ქიმიკატების იმპორტსა და რეალიზაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ საიტს: https://aqualine.ge/

კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას  საცალო მიმართულების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული, სტანდარტული   - 10:00 – 19:00 - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ასი ათასი მოწამის 1
ანაზღაურება: 1500 + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ზედამხედველობა და კოორდინირება ქსელებში შემავალი სავაჭრო წერტილების მუშაობაზე:
  • პროდუქციისა და ფასმაჩვენებლების განთავსება შოუ რუმში და მათი    კონტროლი;
  • ქსელის თანამშრომლებისთვის (კონსულტანტებისთვის/ოპერატორებისთვის)  ტრეინინგების ჩატარება;
  • ქსელის/ფილიალების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საჭიროებისამებრ, კლიენტებთან უშუალო კონტაქტი;
  • უკმაყოფილო/პრობლემურ მომხმარებელთან კომუნიკაცია, პრობლემის იდენტიფიცირება და მისი დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა ანდა ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • სავაჭრო ობიექტის პერსონალის საქმიანობის კოორდინირება და გამართულად მუშაობის კონტროლი;
  • საცალო გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა და მისი დაცვის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ინფორმაციის კოორდინირება;
  • გაყიდვების მონაცემთა ბაზის დამუშავება, სტატისტიკური და ანალიტიკური ბაზის შექმნა, მუდმივი განახლება, მონიტორინგი;
  • რეალიზაციის ფინანსური მაჩვენებლების მიღება და ბუღალტრისთვის გადაცემა;
  • Top გაყიდვადი პროდუქციის ანალიზი/იდენტიფიცირება და შესაბამისი მარაგების განსაზღვრა/დაგეგმვა/შეკვეთა;
  • გაყიდვების გასაუმჯობესებლად სხვა დამატებითი რეპორტების ინიცირება და შესრულება;
  • ფილიალების ნაშთებისა და მარაგების მართვა;
  • ფილიალების ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, ხარვეზების/პრობლემების შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.

მოთხოვნები:
  • განათლება უმაღლესი, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვების მიმართულებით ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • ინგლისური ანდა რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი;
  • კორპორატიული ნომერი და სასაუბრო ლიმიტი;
  • თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის გადახდა;
  • კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღით (DayOff) სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;

 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@aqualine.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ბეჭდვითი სახით.