“4Hospitals” სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია ,,ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე’’ _ შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- კორესპონდენციების წარმოება, ფოსტის მიღება-გაგზავნა;
- ოფისის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, შეხვედრების დაგეგმვა;
- ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, დოკუმენტაციის რეესტრების წარმოება, ელექტრონული ბაზის შექმნა;
- ადმინისტრაციული წერილების, ცნობების მომზადება (შესაბამის დეპარტამენტთან და იურისტთან შეთანხმებით);
- თანამშრომელთა საკონტაქტო სიის შექმნა, თანამშრომელთა მიღების ან გაშვების შემთხვევაში ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება (კორპორაციული მობილური ბარათით, საწვავის ბარათით და ლიმიტით უზრუნველყოფა; კორპორაციული ტელეფონის ნომრების რეგისტრაცია, ხარჯების გადამოწმება;
- თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვიანობა (Check In/Check Out) ხელშეკრულებების შაბლონებთან მუშაობა;
- სადაზღვეო კომპანიასთან ურთიერთობა; მათ მიერ გადმოგზავნილი ინვოისების დროული მოწოდების კონტროლი, გადასახდელი სადაზღვეო პრემიის შედარება არსებულ რეესტრთან;
- სამივლინებო საორგანიზაციო საკითხების მოგვარება; (სასტუმრო, ბილეთები და ა.შ)
- საკანცელარიო და სამეურნეო შესყიდვები, მომწოდებლებთან ურთიერთობა ( შეკვეთა, მოწოდების ვადების კონტროლი..)
- დიასახლისის კონტროლი, სამუშაო დღის დაწყებამდე ოფისის ტერიტორიაზე წესრიგის გადამოწმება; გეგმიური გენერალური დასუფთავების კონტროლი;
- საკადრო რესურსის მართვა/ორგანიზება
- სამეურნეო საკითხების კონტროლი - სამეურნეო მენეჯერისთვის დავალებების მიცემა
- იურისტებთან მჭიდრო კონტაქტით ადამიანური რესურსების დოკუმენტაციის მუდმივ წესრიგში მოყვანა
- საოფისე ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა.
- აქტიური კომუნიკაცია კონტრაქტორ/მომსახურე კომპანიებთან - IT და Google - ის მიმართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პროაქტიურობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@4hs.ge არა უგვიანეს 2024 წლის 30 ოქტომბრისა. გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!