საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია შპს W8Shipping Georgia აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ენების კარგი ცოდნა აუცილებელია: ქართულ - ინგლისური - რუსული, თავდაჯერებული ზეპირი მეტყველება, საქმიანი მიმოწერის უნარი
ზოგადი მოთხოვნები:
- კომპიუტერის უნარები, საოფისე პროგრამები, Outlook.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
- მაღალი მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და მონდომება;
- თავდაჯერებული და მკაფიო მეტყველება;
- შემოქმედებითობა, ორგანიზებულობა
- პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მენეჯმენტი და ორგანიზაციული უნარები;
- ფოკუსირება დეტალებზე - ხარისხი და სიზუსტე
პროფესიული მოთხოვნები:
- დოკუმენტების მართვა და საქმიანი მიმოწერა;
- მენეჯერის დავალებების სწრაფი შესრულება;
- საოფისე მუშაობის კოორდინაცია;
- ორგანიზაციის საქმიანობის ოპერატიული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
- საკადრო დოკუმენტაციის მომზადება, გაფორმება, მისი აღრიცხვა და შენახვა.
- ვიზიტორთა მიღება;
ჩვენ გთავაზობთ:
- ხელფასი (1100 - 1200 ლარიდან) +
- კარიერისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
- იმუშავებთ ახალგაზრდა, მეგობრულ და პროფესიონალთა გუნდში,
- სასიამოვნო სამუშაო ატმოსფერო;
- სრული განაკვეთი (10:00-18:00); ოფიციალური არდადეგები - დასვენება;
- ანაზღაურებადი შვებულება და ბიულეტენი;
- სამედიცინო დაზღვევა;
- პროფესიული ტრეინიგი მუშაობის დაწყებამდე;
- კომფორტული ოფისი;
- მეგობრული, დინამიური და ენერგიული გარემო.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ. ფოსტაზე: geinfo@w8shippingge.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
გმადლობთ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს