კომპანია „ჭიტა“ 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით,მომსახურე პერსონალი კი კეთილგანწობით
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ , ასეთივე თბილ და ხალიასიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
კომპანია „ჭიტა“იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს იურისტის თანამდებობაზე
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი # 19;
სამუშაო გრაფიკი: 11:00 -18:30 ; 5/2 ან 4/3
ხელფასი: შეთანხმებით;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის: ხელშეკრულებების, ბრძანებების, სარჩელების, საჩივრების, ოქმების, კორესპონდენციის, განცხადებების და სხვა დოკუმენტების შედგენა/განხილვა; კრების ოქმების, წესდებების მომზადება, მათში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა;
- ხელშეკრულებებისა და კომპანიის მიერ გამოსაცემი შიდა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი კუთხით შემოწმება;
- კომპანიის კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება, შეფასება, ანალიზი;
- კომპანიის თანამშრომლებისათვის იურიდიულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
- სამართლებრივად საპრეტენზიო და სადავო საკითხების მოგვარების უზურნველყოფა;
- ვიტრინებთან, აბრებთან, ობიექტების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება, მერიის არქიტექტურის, ქონების მართვის, კეთილმოწყობის და სხვა შესაბამის სამსახურებში;
- ქალაქ თბილისის იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სხვა შესაბამის სამსახურებში წარმომადგენელობა, ხელშეკრულების და მსგავსი დოკუმენტების რეგისტრაცია, ცვლილება, ინფორმაციის გამოთხოვა;
- ხელშეკრულებების მომზადება - იჯარა, ბარტერი, რეკლამა, ბრენდები, ნასყიდობა, ქონების, ტვირთის, ავტომობილების და საქონლის მარაგების დაზღვევის ხელშეკრულებები და სხვა;
- პრეტენზიის, საჩივრის, თხოვნის და მსგავსი წერილების მომზადება;
- ხელშეკრულებების ინგლისურ ენაზე მომზადება და განხილვა;
- კომპანიასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება;
- საკანონმდებლო ცვლილებებზე დროული რეაგირება და მენეჯმენტთან კომუნიკაცია;
- იურიდიული დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
- MS Office ცოდნა;
- უცხო ენების ფლობა:ინგლისური/რუსული (მაღალ დონეზე)
უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- აქტიური რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დამატებითი ინფორმაცია
- კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან;
- გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზანონ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე : hr@chita.ge 1 იანვრამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!