სასამართლო და სააღსრულებო წარმოების განყოფილების იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი ბაზისბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული: იურისტი
სს „ბაზისბანკი“ აცხადებს სასამართლო და სააღსრულებო წარმოების განყოფილების იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში. 
 
მოვალეობები: 
  • სამართავად გადაცემული პრობლემური ფულადი ვალდებულებების გარშემო საბანკო დოკუმენტაციის გამოთხოვა, მოძიება, შესწავლა; სავარაუდო მოპასუხის შესახებ პირადი მონაცემების მოძიება, გადამოწმება, მის საკუთრებაში რიცხული ქონების მოძიება; 
  • შიდა დებულებების, ინსტრუქციების, პროცედურების შესაბამისად სამართავად გადაცემულ საქმეზე სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრა და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის; 
  • სარჩელის მომზადება, აკინძვა, სპეციალურ პროგრამაში აღრიცხვა, ელექტრონული დოკუმენტაციის სათანადო წესით შენახვა; 
  • სამართალწარმოების ეტაპების სპეციალურ პროგრამაში ასახვა, აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება საჭიროების შემთხვევაში; 
  • სასამართლოში მიმდინარე საქმის მართვა, შესაბამისი განცხადებების, მტკიცებულებების წარდგენა, შუამდგომლობების დაყენება, ინფორმაციისა და საბუთების გამოთხოვა საქმისწარმოების ბანკის სასარგებლოდ დასრულების მიზნით; 
  • სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრება საჭიროების შემთხვევაში; 
  • მოპასუხესთან მოლაპარაკებების წარმოება მორიგების მიზნით, მორიგების პირობების უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება, მორიგების დამტკიცების მიზნით შესაბამისი შიდა საბანკო და სასამართლო პროცედურების განხორციელება; 
  • სასამართლო სხდომების ჩანიშვნის მიზნით საქმისმწარმოებელი მოსამართლის შემადგენლობასთან კომუნიკაცია საქმისწარმოების მაქსიმალურად დროულად დასრულების მიზნით; 
  • სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღება და ბანკის საუკეთესო ინტერესების დაცვა; 
  • საქმისწარმოების მიმდინარეობის კონტროლი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში დროულად შესვლის მაქსიმალურად ხელშეწყობა; 
  • მხარესთან კომუნიკაციის პროცესში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა და ეროვნული ბანკის რეგულაციების დაცვა. 
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით; 
  • მინ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • სასურველია ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული იყოს; 
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა. 
 
პიროვნული უნარები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი. 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 23 დეკემბრის გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას!