უფროსი მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
მივლინება: არა ხელფასი: 1300 - 1400
გაყიდვები: მოლარე
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს! 
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი

მოვალეობები: 
  • აწარმოებს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების პროცესის კონტროლს იმ დადგენილი წესის შესაბამისად, რომელიც მიღებულია კომპანიაში სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • პასუხისმგებელია სალარო ოპერაციების სწორ წარმოებაზე.
  • პასუხისმგებელია მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების კონტროლზე.
  • პასუხისმგებელია ეროვნული ბანკის კანონმდებლობის შესაბამისად ინკასაციის პროცესის შესრულებაზე.
  • ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.

მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის  გამოცდილება
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა
  • მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა
  • შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი. 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 591918076
გისურვებთ წარმატებებს!
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: + 995 32 2 907 907