შპს გ და გ კომპანია 2023 აცხადებს ვაკანსიას მოლარე - კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ალკოჰოლური ბიო-ორგანული სასმელების იმპორტიორი კომპანია 2023 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მაღაზიაში არის 15-მდე სახეობის პროდუქცია რაც ამარტივებს სამუშაო პირობებს .
სამუშაო განაკვეთი: თვეში 15 სამუშაო დღე დილის 10:00-დან - 21:00-მდე , შესვენება დღეში 1 საათი.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი , სულხან ცინცაძის N4.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 850 ლარი + ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის მარაგების მართვა, კონტროლი და ადმინისტრირება;
- პროდუქციის განთავსება, ფასმეჩვენებლის მონიტორინგი;
- სალაროს მართვა და კონტროლი; სწორი და უშეცდომო სალარო ოპერაციების
- წარმოება;
- პროდუქციის მიღება და განთავსება;
- კომპანიაში არსებული და ახალი პროდუქციის შესწავლაში მაღალი ჩართულობა;
- მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
- მაღაზიის მენეჯერის მიერ გაცემული სამსახურეობრივი დავალებების
- შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ზოგადი ან უმაღლესი განათლება.
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- ნაღდი ფულის შენახვა-გაცემის, აღწერა-ჩაბარების საფუძვლების ცოდნა.
- ანგარიშსწორების ყველა შესაძლო ფორმის ცოდნა , რომელიც შეიძლება
- გამოიყენოს მომხმარებელმა .
- აუცილებელია რუსული ენის ცოდნა .
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: company.gg23@gmail.com