HR მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Symmetria
მივლინება: არა
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
ჩვენ, სამკურნალო ცენტრების საერთაშორისო ქსელი ,,Symmetria’’ რომელიც უნიკალური მეთოდის, ბიომექანოთერაპიის საშუალებით მკურნალობს საყრენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს, ვეძებთ გამოცდილ HR მენეჯერს, ვინც დაგვეხმარება შევქმნათ პროფესიონალთა ძლიერი და მოტივირებული გუნდი. თუ დაინტერესებული ხართ პერსონალის შერჩევასთან, ადაპტაციასთან და განვითარებასთან დაკავშირებული ამოცანებით და ასევე გაქვთ HR პროცესების მართვის უნარები, მოხარული ვიქნებით გიხილოთ ჩვენს გუნდში!
 
პასუხისმგებლობები:
  • კლინიკისთვის პერსონალის შერჩევა და დაქირავება: სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი.
  • სტრატეგიული გეგმის შემუშავება, ნიჭიერი პერსონალის მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის.
  • ახალი თანამშრომლების მხარდაჭერა საწყის ეტაპზე კომპანიაში ადაპტაციისთვის.
  • პერსონალის განვითარებისა და მომზადების პროგრამების შექმნა და განხორციელება.
  • თანამშრომელთა ეფექტური მუშაობის შეფასება, მუდმივი გაუმჯობესება.
  • საკადრო ჩანაწერების წარმოება, საქართველოს შრომის კოდექსის დაცვის კონტროლი.
  • კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას და თანამშრომელთა ლოიალობას.
  • შიდა ღონისძიებების ორგანიზება, რომელიც მიზნად ისახავს გუნდური სულისკვეთების განმტკიცებას.

მოთხოვნები:
  • HR სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სამედიცინო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
  • პერსონალის შერჩევისა და ადაპტაციის თანამედროვე მეთოდებისა და ინსტრუმენტების ცოდნა.
  • კარგი საკომუნიკაციო და ორგანიზაციული უნარები.
  • დიდი მოცულობის ინფორმაციასთან და პრიორიტეტების ეფექტიანად მუშაობის უნარი.
  • შრომის კოდექსის დაცვა.
  • პროაქტიული მიდგომა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ხელფასს.
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
  • მეგობრულ გუნდს და კომფორტულ სამუშაო პირობებს.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო კლინიკის განვითარებაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr.symmetria.ge@gmail.com
მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს გუნდში!