HR მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი DAR BUILDING
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
DAR BUILDING – ქართული სამშენებლო–დეველოპერული კომპანია. 20–წლიანი წარმატებული გამოცდილება და უნაკლო რეპუტაცია სამშენებლო სფეროში, მხოლოდ საკუთარი საინვესტიციო კაპიტალი, თანამედროვე და ნოვატორული მრავალფუნქციური კომპლექსები და აპარტამენტები. DAR BUILDING–ის უკვე საცხოვრებელი და მშენებლობის პროცესში მყოფი საცხვოვრებელი და კომერციული პროექტები გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით, მრავალფეროვნებითა და თანამედროვე არქიტექტურით. წარმატებული პროექტები საშუალებას გვაძლევს დავსახოთ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები. DAR BUILDING – კომპანია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ! darbuilding.ge

სამშენებლო–დეველოპერული კომპანია  DAR BUILDING – ი აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო აღწერილობა 
  • HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა; 
  • თანამშრომელთა  შერჩევის/ონბორდინგის სრული პროცესის მართვა;  
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების შექმნა და მართვა; 
  • სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება;
  • სახელფასო ფაილების მომზადება; 
  • შვებულებების, დანიშნვა-გათავისუფლების ბრძანებების მომზადება; 
  • პერსონალის განვითარების საჭიროებათა დადგენა და მხარდაჭერა; 
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება. 

მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);  
  • HR მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;  
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;  
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;  
  • დროის მართვის უნარი;
  • უცხო ენის ფლობა;

გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: esmachogadze@gmail.com 
გისურვებთ წარმატებებს

მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „ DAR BUILDING -“მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ DAR BUILDING “-ს ბაზაში 1 წლის ვადით.