ადამიანური რესურსების კომპენსაციებისა და ადმინისტრირების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
კომპანია „აგროჰაბი“, ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში! აცხადებს კონკურსს ადამიანური რესურსების კომპენსაციებისა და ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ე.ანდრონიკაშვილის #151

ძირითადი მოვალეობები:
  • საანგარიშო პერიოდის მიხედვით შესავსები ტაბელის მომზადება.
  • საანგარიშო პერიოდში მიღებული/გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის ხელფასის დათვლა
  • საანგარიშო პერიოდის მიხედვით პროგრამიდან რეპორტების ამოღება და დამუშავება
  • ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების დათვლა და სახელფასო ფაილში გადატანა;
  • ბენეფიტების (დაზღვევა და ფიტპასის ძირითად შემთხვევაში; ასევე, ტრანსპორტირების კომპენსაციის მართვა რეგულაციებიდან გამომდინარე) მართვა/მონიტორინგი;
  • კომპანიაში დანერგილ პროგრამში სტრუქტურული ცვლილებების ასახვა რეპორტის მომზადება;
  • უშუალო ხელმძთვანელის დავალებით, სახვადასხვა რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების საფუძვილანი ცოდნა (MS Office
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სწრაფად სწავლისა და ადაპტაცის უნარი
  • ანალიტიკური უნარები,
  • Soft-ში მუშაობის გამოცდილება

პერსონალური თვისებები:
  • სწრაფი, ლოგიკური და ანალიტიკური;
  • პასუხისმგებელი, პროფესიონალი, გუნდური მოთამაშე;
  • პუნქტუალური;

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,კომპენსაციებისა და ადმინისტრირების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!