ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
მივლინება: არა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: რუსული, ინგლისური
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომლის საკუთრებაშია ქ.თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი ,,სითი თაუერი“  აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის  პოზიციაზე.  
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #70  
სამუშო განაკვეთი: სრული  
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება 
  • კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის წარმოება; საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება 
  • ოფისში ვიზიტორთა დახვედრა/გადამისამართება და სხვა 
  • საჭიროებისამებრ ქართული, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება/აღრიცხვა 
  • საოფისე და სამეურნეო ნივთების მარაგების უზრუნველყოფა 
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული მენეჯერის სხვადასხვა დავალებების შესრულება 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება 
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა  
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge  
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.  
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.