ჰოლდინგი „ბიოდიზელი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალო)
სამუშაო საათები: ორშ.-პარ. : 10:00 – 19:00
ანაზღაურება: 1300 ლარი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების გამოწერა;
- დებიტორ/კრედიტორებთან შედარებების გაკეთება-დავალიანების კონტროლი;
- გადარიცხვების განხორციელება, ოპერაციების სისწორის მონიტორინგი;
- საწვავის კონტროლი და სხვა მენეჯერული ფაილების წარმოება;
- ბუღალტერ-ოპერატორის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება მთავარი ბუღალტერის დავალებით.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი: სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ. ფოსტაზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ, ველში: subject, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.