მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი L’Occitane Group
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
„ლოქსიტან ჯგუფი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას “’მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი”-ის პოზიციაზე, ქ. თბილისში,

“ლოქსიტან ჯგუფი” არის პასუხისმგებლიანი წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელი და რითეილერი სილამაზის ინდუსტრიაში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 𝟗𝟑 ქვეყანაში 𝟑 𝟎𝟎𝟎-ზე მეტ ბუტიკს აერთიანებს. „ლოქსიტანის“ პირველი მაღაზიის კარი 𝟏𝟗𝟖𝟏 წელს პროვანსში გაიღო და დღესდღეობით მდებარეობს ისეთ პრესტიჟულ ქალაქებში, როგორებიცაა: პარიზი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი და ტოკიო.  საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და დღეს „ლოქსიტანის“ ყვითელი, კაშკაშა ბუტიკები მდებარეობს  ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#𝟒𝟎-ში, საბურთალოს სითი მოლსა და გალერეა თბილისში. სულ მალე კი „ლოქსიტანის“ ბუტიკი წარმოდგენილი იქნება ქ.ბათუმში.
მისი პორტფოლიო აერთიანებს ორგანულ და ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ სილამაზის ისეთ პრემიუმ ბრენდებს, როგორებიცაა:  L’Occitane en Provence, Melvita, Erborian, L’Occitane au Brésil, Sol de Janeiro და Dr. Vranjes Firenze.
„ლოქსიტანი“-ს მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურეობის მიწოდება, ხოლო თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა. კომპანია  გამუდმებით ზრუნავს თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე, რადგან ჩვენი სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელება.
  • ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, საიმიჯო და სხვა ღონისძიებების პროექტების და ივენთების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა.
  • კომპანიაში მიმდინარე ივენთების მიხედვით, აქციების მომზადება, ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პირებისთვის და სტანდარტების შესაბამისობის მონიტორინგი.
  • ბრენდ-მენეჯერებთან და დიზაინერებთან კომუნიკაცია;
  • ყოველდღიური მარკეტინგული დავალებების შესრულება;
  • მარკეტინგის სტრატეგიული გეგმის შესრულება გუნდთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება  მენეჯმენტის/მარკეტინგის/მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში  ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - სავალდებულია;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • კრეატიული აზროვნება;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალ და მზარდ ანაზღაურებას;
  • სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო  ხარჯები; საცურაო აუზის ულიმიტო აბონიმენტს (ფიტნესი და აუზი) და სხვა;
  • სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება; 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი

დაინტერესების შემთხვევაში  გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV  მისამართზე: vacancy@luxart.ge  ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი„ ქ.თბილისში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას !