მარკეტინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯეობარს
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, რუსული, თურქული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი

 კომპანია „ბარს მეკატრონიკი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე


მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული


ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის საჭიროებების შესაბამისად;
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა ციფრული და ტრადიციული მედიის არხებში;
  • კონკურენტების კვლევა და ბაზრის ანალიზი;
  • პარტნიორებთან და მომხმარებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქტების და მომსახურების უკეთ წარმოჩენისთვის;
  • კომპანიის სოციალური მედიის არხების მართვა და შინაარსის შექმნა;
  • მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის შეფასება და ანგარიშგება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური ან მენეჯმენტის მიმართულებით;
  • გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
  • უცხო ენების ფლობა: რუსული, თურქული და ინგლისური (C1 დონე);
  • დამატებითი ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესად;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის და ორგანიზებულობის უნარი;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
  • სარეკლამო და სოციალური მედიის პლატფორმების (Google Ads, Facebook Ads, LinkedIn) ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიანი ხელფასი და ბონუს სისტემა შესრულებული შედეგების მიხედვით;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • მეგობრული და ინოვაციური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: office@bars.ge

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება -  მარკეტინგის სპეციალისტი.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გუნდში!