მითერი

თბილისი სრული განაკვეთი ბლექ სი პეტროლიუმ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: რეცეფციონისტი
შპს ბლექ სი პეტროლიუმი აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე 

სამუშაო აღწერილობა 
  • ორგანიზაციაში მომსვლელი სტუმრების დახვედრა, გადამისამართება და გამასპინძლება;
  • შემოსული სტუმრების აღრიცხვის წარმოება;
  • შეხვედრებისათვის შესაბამის გარემოს მომზადება;
  • სამუშაო ადგილის, საკონფერენციო ოთახის (ინტერიერის, ტექნიკური საშუალებების და ა.შ) მოწესრიგება.
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • საოფისე მარაგების მართვა, საოფისე ინვენტარის შევსებაზე ზრუნვა და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • დიასახლისის სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
  • თანამშრომლებისთვის სხვა ორგანიზაციული მხარდაჭერის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საოფისე ტექნიკური მოწყობილობების მოხმარების ცოდნა.

ეთიკის ნორმები:
  • კონფიდენციალურის დაცვა;
  • სუბორდინაციის დაცვა;
  • კორპორატიული ჩაცმულობის/დრეს კოდის დაცვა;
  • კორპორატიული წესების დაცვა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • სკურპულიოზურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • თავაზიანობა.

ოფისის მისამართი: თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის N2 
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00 საათი 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონულ მისამართზე: info@bsp.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „მითერი“