შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Oktopus Fitness Club
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
Oktopus Fitness Club აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების  მენეჯერის პოზიციაზე 

პოზიცია - შესყიდვების  მენეჯერი
სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები - 09:00-18:00
სამუშაო ლოკაცია - ვაკის ფილიალი
ხელფასი - 2000 ₾ 

განსაკუთრებული მოთხოვნები - 
  • მართვის მოწმობა, 
  • საკუთარი ავტომობილი, 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, 
  • კარგი საკომუნიკაციო უნარები

საწყობის მენეჯმენტი
  • ვაკის საწყობში ცენტრალური warehouse-ის მოწყობა
  • ცენტრალურ warehouse-ში სამივე ფილიალისთვის საჭირო პროდუქციის ნაშთების განთავსება
  • ცენტრალურ საწყობში პროდუქტის სისტემიზებული დალაგების უზრუნველყოფა
  • ცენტრალურ warehouse-დან პროდუქციის განაწილება სამივე ფილიალში
  • საწყობის მენეჯერის მიერ  ცენტრალური warehouse-ის ნაშთების შევსება და მისი მიწოდება ფილიალებისთვის
  • ყველა დასახელების პროდუქციის დასაწყობება ცენტრალურ warehouse-ში გარდა წყლისა და მალფუჭებადი სამაცივრე პროდუქტებისა (რძე,იოგურტი). ამ პროდუქტებს შეუკვეთავს შესყიდვების მენეჯერი, მომწოდებლები მიიტანენ პირდაპირ ფილიალში, პროდუქციას ჩაიბარებს ბარის ადმინისტრატორი და ზედნადებს გადაუგზავნის საწყობის მენეჯერს
  • ცენტრალურ warehouse-ში პროდუქციის მინიმალური ნაშთის განსაზღვრა
  • სამივე ფილიალში მინიმალური ნაშთის განსაზღვრა გაყიდვების მონიტორინგის და გახარჯვის ანალიზის შედეგად
  • PGM-ის პორტალის მეშვეობით ფილიალების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი, ფილიალებში პროდუქციის მიტანა საჭიროების მიხედვით
  • შენიშვნა: ის პოზიციები, რომლებიც არ არის PGM-ში ასახული და მისი ნაშთი ვერ კონტროლდება პროგრამულად უნდა ინახოს ადგილზე ფილიალში ვიზიტის დროს

შეკვეთების განხორციელება
  • ბარის პროდუქცია (სასმელები, პროტეინის ბარები, ვიტამინები, ენერგეტიკები, ყავა/ჩაი, რძე, იოგურტი და ა.შ)
  • დასუფთავების პროდუქცია (ხელის რულონები, საპონი, შამპუნი, დუშგელი, ეროზოლები, პარკები, სახეხი საშუალებები და ა.შ)
  • სახარჯი მასალები (ჭიქები, დანა-ჩანგალი, ხის ჯოხები, წასაღები პარკები, ორცხობილას პარკები, საწრუპები, ლანგრის დასაფენი და ა.შ)
  • საკანცელარიო ნივთები (თაბახის ფურცლები, კალმები, საჭრელი საშუალებები, სტეპლერი, სანიშნი ფურცლები, მარკერები და ა.შ)
  • საკვებდანამატები
  • სამზარეულოს შეკვეთები (სენდვიჩის კონვერტები, სალათის კონტეინერები, სასოუსე, დესერტების კონტეინერები)

შენიშვნა: ხილის და საკვების შეკვეთას კვლავ გააკათებს ბარის ადმინისტრატორი და თავადვე მოახდენს პროგრამაში ჩამატებას

PGM პორტალზე მუშაობა
  • ცენტრალური საწყობის პროდუქციის დამატება ცენტრალურ warehouse-ზე PGM-ში
  • ფილიალებში მიტანილი პროდუქციის დამატება ფილიალების warehouse-ზე PGM-ში
  • პროდუქტის კატეგორიების გასწორება, ახალი პროდუქტების პროგრამული შექმნა, ძველი პროდუქტებისგან პროგრამის გასუფთავება

დამატებითი შესყიდვები
  • საკვებდანამატების კონტეინერის ჩამოსვლის შემდეგ საბაჟო საქმის წარმოება
  • აქციზურ პროდუქციაზე სააქციო მარკების განთავსება
  • საბაჟოდან ტვირთის წამოღების დაორგანიზება/დასაწყობება
  • გამოწერილი პროდუქციის გამოტანა Usa2georgia-ს ოფისიდან და ფილიალებში დანაწილება
  • პირსახოცების შეკვეთის მიღების დროს მისი დასაწყობება, საჭიროების შემთხვევაში ფილიალებს შორის განაწილება

მომწოდებლებთან კომუნიკაცია
  • პროდუქციის მოწოდების დროებზე შეთანხმება, ადგილზე დახვედრა, შეკვეთის ჩაბარება
  • პროდუქტის ფასის და ხარისხის მონიტორინგი
  • ახალი მომწოდებლების მოძიება, შეხვედრა, ფასების შედარება, ნიმუშების შედარება
  • იმ მომწოდებლებთან კონტრაქტის გაფორმება ვინც უკეთეს ხარისხს და პირობას გვთავაზობს

ბუღალტერია
  • ბრს-ის პორტალზე მუშაობა 
  • ზედნადებების დადასტურება რს-ზე ყოველდღიურ რეჟიმში
  • ბუღალტერიასთან მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა მომწოდებლებთან არსებული დავალიანების შესახებ, დავალიანების თანხის გადაცემა ბუღალტერიისთვის, ჩარიცხვის მოთხოვნა, პროცესის ბოლომდე მიყვანა

ინვენტარიზაცია
  • ყოველი თვის ბოლო დღეს სამივე ფილიალის ინვენტარიზაცია
  • ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული მონაცემების პროგრამაში ასახვა
  • დანაკლისის გამოვლენა
  • ინვენტარიზაციის ფაილის მომზადება
  • ინვენტარიზაციის ფაილის გაგზავნა ბუღალტერიისა და მენეჯმენტისთვის
  • შენიშვნა: ცენტრალური საწყობის ინვენტარიზაციას მოახდენს ბუღალტერიის წარმომადგენელი  ყოველი თვის 20 რიცხვში, რათა გაკონტროლდეს საწყობის მენეჯერის საქმიანობა

სამეურნეო შესყიდვები
  • შესყიდვების მენეჯერი ანხორციელებს სამეურნეო საქონლის შესყიდვას როგორიცაა: ნათურები, პლედები, მუსიკის გადამყვანი, პირველადი დახმარების ნივთები აფთიაქისთვის და ა. შ
  • ფილიალის მენეჯერები მეილის სახით გაუგზავნიან შესყიდვების მენეჯერს საჭირო პროდუქტის შეძენის შესახებ შეტყობინებას
  • სამეურნეო შესყიდვების დღე არის ოთხშაბათი, ოთშაბათიდან სამშაბათამდე მიღებული მეილების საფუძველზე შესყიდვების მენეჯერი განახორციელებს შეკვეთილი პროდუქციის შეძენას და ხუთშაბათს დაარიგებს ფილიალებში

მენეჯმენტთან კომუნიკაცია
  • შესაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია ფილიალის მენეჯერებისა და დირექტორის მიმართ
  • საწყობის მენეჯერს მჭიდრო კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მენეჯერებთან რათა დროულად აღმოიფხვრას ფილიალებში არსებული პრობლემები ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • თუ რომელიმე ვიზიტის დროს შესყიდვების მენეჯერი აღმოაჩნეს რომ პროგრამაში ნაშთია, ადგილზე კი პროდუქცია არ არის მაშინვე უნდა მიმართოს ფილიალის მენეჯერს, რათა ადგილზევე გაირკვეს მიზეზი
  • შესყიდვების მენეჯერი ვალდებულია შეუთანხმოს დირექტორს მომწოდებლის ცვლილების და ამ ცვლილების მიზეზის შესახებ

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Hr@oktopus.ge