მსხვილი და საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ნოსტე
მივლინება: არა ხელფასი: 3000 - 3500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე „ნოსტე“-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.  
შპს “ჯი პი პი” აცხადებს ვაკანსიას მსხვილი და საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • პროფესიული განვითარების პერსპექტივას; 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; 
  • თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
 
სამუშაოს აღწერა: 
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა, ასორტიმენტის შესწავლა და მათი უპირატესობების განსაზღვრა; 
  • მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასსა და თანამშრომლობის პირობებზე, მათ შორის გადახდის პირობებზე, მოლაპარაკება და დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების მონიტორინგი; 
  • საქონლისა და მომსახურების შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად; 
  • მომწოდებლებთან ხელშეკრულებების/ინვოისების, საგადახდო დავალებების ფორმირებაზე მუდმივი კონტროლი; 
  • შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა; 
  • შესაბამისი პირებისთვის პროდუქციის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; 
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; 
  • მომწოდებლისთვის წუნდებული პროდუქციის ან/და დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათთან კომუნიკაცია; 
  • შესყიდვების პროცესების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მიწოდება; 
  • სეგმენტის ანალიზი და რეპორტინგი, კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება; 
  • ფასების ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება 
  • ლოჯისტიკა/ტრანსპორტირება 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით  
  • გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • MS Office პროგრამების ცოდნა; 
  • ენები: რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა 
  
პიროვნული თვისებები: 
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები; 
  • მაღალი მოტივაცია; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დეტალებზე ფოკუსირება; 
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • დროის მართვა; 
  • იუმორის გრძნობა 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ - 18:00 სთ; 
  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, უმიკაშვილის ქუჩა #4 
  • ანაზღაურება: 3000 - 3500 ლარი (ხელზე ასაღები) 
 
დამატებითი ინფორმაცია: 
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს 
შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი, 2024 წ. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: HR@gpp.ge , ასევე გთხოვთ მეილის “Subject” ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მსხვილი და საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი“. 
 
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!