შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/
შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე, ქ. თბილისში მდებარე მაღაზიისთვის
მდებარეობა: ქ. თბილისი (დიდუბის ავტოსადგურის მახლობლად)
სამუშაო განრიგი: სრული
ანაზღაურება: 900 – 1100 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
- სასაქონლო ზედნადების გამოწერა,
- სალარო ოპერაციების წარმოება,
- პირველადი დოკუმენტაციის წარმოება,
- სალაროს ნაშთის კონტროლი,
- პროგრამიდან კონსიგნაციის ხელშეკრულებების ბეჭდვა,
- სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა.
მოთხოვნები:
- საშუალო განათლება.
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
- პროგრამა ფინაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოპერატორი თბილისში მდებარე მაღაზიისთვის.