ბუღალტერ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი KFC
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
KFC აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის   ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია  18 რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. 
 
თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, და ენერგიული-    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები! 
 
პოზიციის სახელწოდება: ბუღალტერ-ოპერატორი 
დეპარტამენტი: ფინანსური განყოფილება 
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი, ვაკე 
დასაქმების სტატუსი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ყოველდღიურ ბუღალტრულ საქმიანობაში ჩართულობა, ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და  აღრიცხვა  
  • პროგრამა „ბალანსში’’  ბუღალტრული გატარებების შესრულება და საბანკო ამონაწერის გატარება 
  • კომუნიკაცია ჩვენი ფილიალების თანამშრომლებთან, ფისკალური სალარო აპარატებისა და საბანკო ტერმინალების, მათზე განხორციელებული ოპერაციების სისწორის უზრუნველყოფა 
  • სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა 
  • კომუნიკაცია კომპანიის დებიტორებთან, დებიტორული დავალიანებების დათვლა და მონიტორინგი 
  • პროგრამაში პროდუქციის ციფრული არხებით რეალიზაციის აღრიცხვის  კონტროლი 
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე (თანამშრომლის სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით) ბუღალტერიის განყოფილებაში  არსებული სხვა დავალებებისა და ამოცანების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის  მიმართულებით 
  • Microsoft Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა 
  • ბუღალტერიის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.(ბალანსი, 1C  პროგრამებში მუშაობის გამოცდილება) 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული ცოდნა 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • კომუნიკაციის უნარი 
  • ანალიტიკური აზროვნება 
  • დეტალებზე ორიენტირებული 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა 

კომპანია გთავაზობთ: 

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • კვებაზე ფასდაკლებას 
  • ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას (სურვილის შემთხვევაში) 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: hr.office@ifc.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.  
გისურვებთ წარმატებას!