ბუღალტერ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი დაკო ტრეიდი
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი

სადისტრიბუციო კომპანია „დაკო ტრეიდ“ 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს ისეთ ქართულ და საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: „LA FAMILIA“, „KYKNOS”, “KALAS”, „MELISSA“, „CAPTAIN’S“, „JOTIS“, „CAPRICE“, „PAPADOPOULOS“, „MEGA“, „KALO“ და სხვა. 

კომპანია აცხადებს ბუღალტერ-ოპერატორის ვაკანსიას. 

  

ძირითადი მოვალეობები:  

  • სასაქონლო ზედნადების ატვირთვა/დაბრუნება/კორექტირება შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (RS.GE), მიღებული და გამოწერილი ზედნადებების კონტროლი; 
  • საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში; 
  • ადგილობრივი კონტრაგენტებისგან შეკვეთების მიღება, საწყობისთვის ინფორმაციის მიწოდება და პროგრამაში ასახვა; 
  • გაყიდვების მონაცემების დამუშავება Excel-ში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook); 
  • RS.GE -ზე მუშაობის გამოცდილება; 
  • FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. 

 

დამატებითი სარგებელი კომპანიისგან:  

  •  ჯანმრთელობის დაზღვევა; 

 

მდებარეობა: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება. 

სამუშაო განაკვეთი: სრული 9:30-18:30

გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე. ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით. 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე info@dakotrade.ge 

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ბუღალტერ-ოპერატორი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.