კომპანია „ჭიტა“ 26 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით,მომსახურე პერსონალი კი კეთილგანწობით ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ , ასეთივე თბილ და ხალიასიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
კომპანია „ჭიტა“იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს იურისტის თანამდებობაზე
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ.თბილისში; აღმაშენებლის ხეივანი # 19
- სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
- ხელფასი: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება, შეფასება, ანალიზი;
- კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის: ხელშეკრულებების, ბრძანებების, სარჩელების, საჩივრების, ოქმების, კორესპონდენციის, განცხადებების და სხვა დოკუმენტების შედგენა/განხილვა; კრების ოქმების, წესდებების მომზადება, მათში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა;
- იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპანისს მენეჯმენტთან და ფინანსურ დეპარტამენტს;
- იურიდიული დოკუმენტაციის გადახედვა;
- კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ მხარდაჭერასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები;
- კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, საჯარო და სამეწარმეო რეესტრში, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
- კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- კერძოს სუბიექტებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა, კომპანიის წარმომადგენლობა;
- საკანონმდებლო ცვლილებებზე დროული რეაგირება და მენეჯმენტთან კომუნიკაცია;
- იურიდიული დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება;
- კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება;
- კომპანისს ხელმძღვანელობის დავალებით მოახდინოს კომპანიის საქმიანობის იურიდიული ექსპერტიზა;
უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- აქტიური რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზანონ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე : hr@chita.ge 1 ოქტომბრამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება; გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!