ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი სიბელ
მივლინება: არა ხელფასი: 1500
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
კომპანია "სიბელი" აცხადებას ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი (სალაროს ინვენტარიზაცია);
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
  • პირველადი დოკუმენტაციის შექმნა და საგადასახადო პორტალზე ატვირთვა/ჩამოტვირთვა;
  • სასაქონლო ნაშთების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Balance, 1C/FINA).

პიროვნული მახასიათებლები:
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ხელფასი: 1500
სამუშაო დრო: 09:00-18:00, კვირაში 6 დღე ( დასვენების დღე შეთანხმებით )

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე - msharipashvili27@gmail.com გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.